სოფო კილაძე - პროკურატურის რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითეული ადამიანის დაცვის სტანდარტს
სოფო კილაძე - პროკურატურის რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითეული ადამიანის დაცვის სტანდარტს

მართლმსაჯულების სისტემაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც თვისობრივად მაღალ ეტაპზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვა, თუმცა იმავდროულად არსებობს რიგი გამოწვევებისა, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თმით, პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში.

უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის მთავარი პროკურორის ინიციატივა რეფორმასთან დაკავშირებით არის აუცილებელი და მას პარლამენტის მხრიდან  მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს. პროკურატურას დიდი როლი აქვს  მოქალაქეების უფლებების დაცვის პროცესში. მართლმსაჯულების სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია პროკურატურა, ბევრი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც თვისობრივად მაღალ ეტაპზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვა. თუმცა, იმავდროულად არსებობს რიგი გამოწვევებისა, მათ შორის ის, რომ საზოგადოების ნაწილის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ნება, ქართული მართლმსაჯულება უტოლდებოდეს ევროპულ სტანდარტს. თუმცა, ამ ნებას სჭირდება სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნას სტაბილური, ძლიერი ინსტრუმენტი, როდესაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული ხელისუფალის თუ თანამდებობის პირის კეთილ ნებაზე. იმისთვის, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, დაიძლიოს არსებული გამოწვევები და საქართველო კიდევ უფრო თამამად დადგეს ევროპული ოჯახის წევრების გვერდით, მთავარი პროკურორის ინიციატივა რეფორმასთან დაკავშირებით არის აუცილებელი. პროკურატურის ახალი რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.