პროკურატურაში ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის პროკურატურაში ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა.

დეპუტატის განცხადებით, 11 ივნისს მომხდართან დაკავშირებით პროკურატურას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე გაამახვილა ყურადღება.

მელია შს მინისტრ გიორგი გახარიას, მისი მოადგილის, კახაბერ საბანაძისა და საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, ასევე პოლიციის სხვა თანამშრომლების დაკითხვაზე მისვლას ითხოვს.

მელიას ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ სავარაუდოდ, საქმე 373- ე მუხლით აღიძვრება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია ამბობს, რომ 11 ივნისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე,  თანამოაზრეებთან ერთად, პოლიციელებმა უფლებამოსილების გადამეტებით დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებს  მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.