პროკურატურამ ოთხი არასრულწლოვნის, მათ შორის საკუთარი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ოთხი არასრულწლოვნის, მათ შორის საკუთარი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოთხი არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს ოთხ არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის სამ დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება – სამი ეპიზოდი) 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება), 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობა) და 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე გ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.