პროკურატურა ნიკოლა სარკოზისთვის ოთხწლიან პატიმრობას ითხოვს, აქედან ორ წელს პირობით სასჯელს
პროკურატურა ნიკოლა სარკოზისთვის ოთხწლიან პატიმრობას ითხოვს, აქედან ორ წელს პირობით სასჯელს

პროკურატურა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისთვის ოთხწლიან პატიმრობას ითხოვს, აქედან ორ წელს პირობით სასჯელს. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

პროკურატურა ანალოგიურ სასჯელს ითხოვს სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის, ასევე მოსამართლე ჟილბერ აზიბერისთვის. ბრალდების მხარე ადვოკატისთვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ხუთი წლით ჩამორთმევასაც ითხოვს.

65 წლის სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

ნიკოლა სარკოზი ბრალს არ აღიარებს. როგორც მან 7 დეკემბერს სასამართლოში განაცხადა, არასდროს ჩაუდენია უმცირესი კორუფციული ქმედებაც კი.

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სულ ოთხი გამოძიება მიმდინარეობს.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

დატოვე კომენტარი