პროკურატურა - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, მობილურ ტელეფონზე, გასაღებსა და სხვა ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი მას ეკუთვნის
პროკურატურა - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, მობილურ ტელეფონზე, გასაღებსა და სხვა ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი მას ეკუთვნის

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე, ზურგჩანთასა და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩებზე მდებარე აფთიაქებში დიდი რაოდენობით საძილე, ანტიდეპრესანტი, არტერიული წნევის და სხვა სახის პრეპარატები შეიძინა.

„ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი”, – განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დღეს საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებები გაასაჯაროვა.