პროკურატურა შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით ვიდეოკადრებს ავრცელებს [ვიდეო]

გენერალურმა პროკურატურამ შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა.

საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთ თანამშრომელზე, რომელიც პროკურატურამ  20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დააკავა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შსს-ს თანამშრომლის დაკავების შესახებ გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დატოვე კომენტარი