პროფკავშირების ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა სახურავიდან ჩამოვარდა და დაიღუპა
პროფკავშირების ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა სახურავიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მუშა შენობის სახურავიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მეოთხე საამქროს სახურავიდან ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ჩამოვარდა.