პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.

როგორც პროფკავშირების ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაქმებულები აცხადებენ, რომ არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები და ხელფასებს დროულად ვერ იღებენ.

გაფიცულების თქმით, ადმინისტრაცია მათ არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, რის გამოც გათბობისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილი და პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან.

„მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლების განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, სადაც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული.

კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან.