პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ჩინეთში ოთხი ტურნირი გააუქმა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ჩინეთში ოთხი ტურნირი გააუქმა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მიიღო გადაწყვეტილება – გააუქმოს „ჩელენჯერის” სერიის ოთხი ტურნირი, რომელიც 2020 წლის მარტში ჩინეთში უნდა გამართულიყო.

ამის მიზეზი არის კორონავირუსი, რომელიც ჩინეთში გავრცელდა და უკვე 106 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ცნობისთვის, იგივე მიზეზით, ფედერაციის თასის მატჩი ჩინეთიდან ყაზახეთში გადაიტანეს.

ასევე ჩინეთში აღარ გაიმართება ქალებს შორის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი კალათბურთში და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო სამოყვარულო კრივში.