პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, მოხმარება ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს
პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, მოხმარება ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებაზე, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნაზე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასა ან ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებაზე ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილებებით, ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისთვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას სამი წლის ვადით.

პროექტის გათვალისწინებით, პირის გარეგნული ან ქცევითი მახასიათებლები თუ ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება, პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა მოსთხოვოს. სათანადო ნიმუში აღებული უნდა იყოს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს რვა საათისა.

ცვლილებებით, თუ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა, პირს უფლება ექნება, აღნიშნული გამოკვლევიდან შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში ჩაიტაროს კლინიკური გამოკვლევა არაუგვიანეს 8 საათისა წინ აღებული ნიმუშის საფუძველზე და წარადგინოს გამოკვლევის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. თუ ერთობლივი, კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი არ დაუდგინდა, იგი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება. მას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც ექნება.