პრინცმა ჰარიმ ბარაკ ობამასთან ინტერვიუ ჩაწერა
პრინცმა ჰარიმ ბარაკ ობამასთან ინტერვიუ ჩაწერა

პრინცმა ჰარიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს მოსმენას „ბიბისის“ მსმენელები 27 დეკემბერს შეძლებენ, მანამდე კი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტი გაავრცელა.

ვიდეოში ობამა ხუმრობით ეკითხება ჰარის, აუცილებელია თუ არა, რომ მან ბრიტანული აქცენტით ისაუბროს.

ინტერვიუ სექტემბერში კანადაშია ჩაწერილი, როდესაც პრინცი ჰარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად „Invictus Games“-ს ესწრებოდა.