პრინცი ჰარი BBC-ის რადიოგადაცემას რობოტთან ერთად მოამზადებს
პრინცი ჰარი BBC-ის რადიოგადაცემას რობოტთან ერთად მოამზადებს

პრინცი ჰარი რადიოგადაცემა BBC Today-ს რობოტთან ერთად მოამზადებს. იგი გადაცემაში მიწვეული რედაქტორი იქნება.

რადიოგადაცემის ხელმძღვანელობის განმარტებით, პრინცი მათთან აქტიურად თანამშრომლობს ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალაგაზრდებს შორის ძალადობა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა.

უკვე 14 წელია, შობიდან ახალ წლამდე პერიოდში საახალწლო ეთერში გადის სპეციალურად მომზადებული პროგრამები, რომლის რედაქტორებად BBC-ი ცნობილ ადამიანებს იწვევს. ამ შემთხვევაში, საპატიო რედაქტორებს შორის არიან პრინცი ჰარი, 95 წლის პოლიტიკოსი ბარონესა ტრამპინგტონი, ესპანელი ბალერინა თამარა როხო და ნიგერიელი მწერალი ბენ ოკრი.

გადაცემის ეთერში გასვლის თარიღი ჯერ უცნობია.