პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა
პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბეტ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა. ედინბურგის ჰერცოგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

ავარია ქვეყნის აღმოსავლეთით, სენდრინგჰემის რეზიდენციის სიახლოვეს მოხდა. გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. მეორე ავტომობილში მყოფი ორი პირი მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

97 წლის პრინცი ფილიპი ექიმმა რეზიდენციაში მოინახულა. მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.