პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთია - ლევან კობიაშვილი უკონკურენტოა
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია – ეს ამბავი პირველ არხს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 15 თებერვალს დაინიშნა. ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება. შესაბამისად, სფფ-ის პრეზიდენტს ამ ყრილობაზე აირჩევენ და გამარჯვებული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია 21 იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა. ფეხბურთის ფედერაციაში კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა ამოიწურა და პოსტზე, რომელსაც ყოველთვის ყოველთვის არაერთი პრეტენდენტი იბრძოდა, ამჯერად კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად 18 იანვარს დარეგისტრირდა – სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა სფფ-ში ფეხბურთის ფედერაციის 27-მა სუბიექტმა წარადგინა.