კობიაშვილი დუბლინში უეფა-ს აღმასკომის სხდომაში მონაწილეობდა #1TVSPORT
კობიაშვილი დუბლინში უეფა-ს აღმასკომის სხდომაში მონაწილეობდა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ირლანდიის ქალაქ დუბლინში ევროპა ლიგის ფინალის წინ გაიმართა – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად, 2026-2027 წელს გასამართი ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.

მოგვიანებით ლევან კობიაშვილი, უეფა-ს აღმასკომის წევრებთან ერთად, დუბლინის „ავივას სთედიუმზე“ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც „ატალანტამ“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს ლისაბონში გამართულ კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს და პირველი ქართველია, რომელიც უეფა-ს აღმასკომში მუშაობს.