პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის 13 არტილერისტი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

02:06, 28.09.2020

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) პირველი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: ალექსანდრე პაპაშვილი, ლევონ ავაქოვი, ლევან ამირიანი, პაატა არაბული, ედვარდ იკაევი, ემზარ რაზმაძე, ნუგზარ რაზმაძე, ივანე სააკიანი, ზაზა სულაბერიძე, გოჩა წულაია, ერმინე ჭითანავა, რუდიკ ხაჩატურიანი, გიორგი ჯოგლიძე.  სახელმწიფო ჯილდოები მათ ოჯახებს გადაეცემათ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი