პრეზიდენტმა პარლამენტს რიგით მეოთხე წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს
პრეზიდენტმა პარლამენტს რიგით მეოთხე წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რიგით მეოთხე წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს. საგაზაფხულო სესია პირველ თებერვალს გაიხსნება, თუმცა, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათანხმებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატს, რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ათ წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვა თქვას. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ წელს, 9 აპრილს წარუდგინა.