სალომე ზურაბიშვილმა ებრაული სააგენტოს თავმჯდომარესთან დიასპორებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა ებრაული სააგენტოს თავმჯდომარესთან დიასპორებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილა
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

მხარეებმა ქართულ და ებრაულ დიასპორებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილეს.

ისააკ ჰერცოგის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იყო.

„ჩვენი ერების ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორია ძალზედ მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვსურს, გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენი ერების დიასპორებს შორის. ვგულისხმობ ჩვენს დიდ დიასპორასა და ქართულ დიდ დიასპორას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უმეტესად სწორედ ამას ვაკეთებთ, როგორც ყველაზე დიდი ებრაული ორგანიზაცია მსოფლიოში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან, პრეზიდენტთან და ქართველი ერის დიასპორასთან“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.