პრეზიდენტის პრესსპიკერი - სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუ ამ ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს გამოძიების თემაა 
პრეზიდენტის პრესსპიკერი - სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუ ამ ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს გამოძიების თემაა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწაფიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას ეხება.

მისი თქმით, ამისთვის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და ამ მხრივ, თქვენ იხილეთ გუშინ პროკურატურის განცხადება, რომელმაც მოუწოდა მხარეებს, რომელიც ფლობს გარკვეულ მტკიცებულებებს, მიაწოდონ გამოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. მოვლენები უნდა შეფასდეს და პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს. სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუ ამ ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს არის გამოძიების თემა. თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც გადაამეტა ძალა, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.