პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.