პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რატომ უთხრეს უარი „ალტ-ინფოს“ 9-11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასწრებაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რატომ უთხრეს უარი „ალტ-ინფოს“ 9-11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასწრებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, თუ რატომ უთხრეს „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9-11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებ აკრედიტაციაზე უარი.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

„ალტ-ინფო“ გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.