პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვლადიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვლადიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა.

„მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუმცა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.