პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხის ტარება მოსთხოვა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხის ტარება მოსთხოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხის ტარება მოსთხოვა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

„ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს.

როგორც ჩანს, ფეიკნიუსის ავტორებმა არ იციან, რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის.

ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა. გარდა იმისა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი