პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ და არ აღიქმება რომელიმე ინიციატივაზე გამოხმაურებად, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით იგი არაერთხელ გამოვიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ და არ აღიქმება რომელიმე ინიციატივაზე გამოხმაურებად, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით იგი არაერთხელ გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ელჩების კონფერენცია 2020“-ზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი კავკასიური პლატფორმის შესახებ საუბრობს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ერდოღანისა და ალიევის ინიციატივა, რომელიც ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით ახალი ფორმატის შექმნას გულისხმობს.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას „ელჩების კონფერენცია 2020“-ზე.

ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს  ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.