პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს მიმდინარე ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში ჟურნალისტების საპასუხოდ განმარტეს, პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაეთმო, რაც დარღვევაა.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.