პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას აქვეყნებს

17:59, 13.01.2022

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს ღია კონკურსში მონაწილეობენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მსგავსი