„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ცენტრალურ ოფისში მიმდინარე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მმართველი გუნდის წევრები, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

სხდომას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.