პრესა - ნეიმარი პსჟ-ში უბედურია, „რეალი“ 200 მილიონს ამზადებს
პრესა - ნეიმარი პსჟ-ში უბედურია, „რეალი“ 200 მილიონს ამზადებს

ბრაზილიელმა ჟურნალისტმა მარსელო ბეჰლერმა, რომელმაც პირველმა ამცნო ყველას „პარი სენ-ჟერმენში“ ნეიმარის მომავალი ტრანსფერის შესახებ, ბრაზილიელი ვარსკვლავის პარიზში ცხოვრების ახალი დეტალების შესახებ უამბო საფეხბურთო საზოგადოებას. მისი თქმით, ნეიმარი სულ უფრო ხშირად ნანობს „ბარსელონას“ დატოვებას. მისი დედა და ვაჟი კვლავაც კატალონიაში ცხოვრობენ, მათ გარეშე კი, 25 წლის ფეხბურთელი თავს მარტო გრძნობს. გარდა ამისა, ნეიმარს პარტნიორებთან ურთიერთობა არ აეწყო. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი პრივილიგირებულ მდგომარეობაშია და ეს მის თანაგუნდელებს არ მოსწონთ. ამიტომაც, როგორც ბეჰლერი წერს, ბრაზილიელი სულ მალე მზად იქნება მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებებისთვის, რაზეც, ბოლო დროს, სულ უფრო აქტიურად წერენ ესპანური გაზეთები. როგორც ირკვევა, „რეალი“ მზად არის, ბრაზილიელში 200 მილიონი გადაიხადოს.