პრესა ირწმუნება, რომ ბუფონი შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT
43 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „იუვენტუსს“, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, კატალონურ კლუბში 43 წლის ბუფონს განიხილავენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორად. ბარსელონელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ლეგენდარულ მეკარესთან.
პარალელურად, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბუფონი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას სხვადასხვა კლუბისგან მიღებული წინადადებების განხილვის შემდეგ მიიღებს.
ლეგენდარული მეკარე „იუვენტუსში“ 2001-18 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. 2019 წელს, ბუფონი ტურინულ კლებში დაბრუნდა.
ამ სეზონში ჯანლუიჯიმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაუშვა.