პრესა - იკარდიმ "რეალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
პრესა - იკარდიმ "რეალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

გაზეთი Daily Express დარწმუნებულია, რომ მილანის “ინტერის” ფორვარდი მაურო იკარდი უკვე ამ კვირას გადავა მადრიდის “რეალში”.

როგორც ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, არგენტინელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება “სამეფო კლუბში”.

“რეალს” ეს გარიგება 110 მილიონი ევრო დაუჯდება.

მიმდინარე სეზონში იკარდიმ 22 ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ინტერის” შემადგენლობაში და 18 გოლით დაეხმარა გუნდს.