პრემიერლიგის წლის გუნდში მანჩესტერ სიტის ექვსი და ლივერპულის ოთხი ფეხბურთელია
პრემიერლიგის წლის გუნდში მანჩესტერ სიტის ექვსი და ლივერპულის ოთხი ფეხბურთელია

პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის წევრებმა 2018-19 წლების სეზონის შედეგების მიხედვით პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.

11 საუკეთესოს შორის ექვსი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიდან არის, ოთხი – ლივერპულიდან და ერთი – მანჩესტერ იუნაიტედიდან.

პრემიერლიგის სეზონის ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – ედერსონი (მანჩესტერ სიტი); 
მცველები – რობერტსონი (ლივერპული), ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული);
ნახევარმცველები – ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო (ორივე – მანჩესტერ სიტი), პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)
ფორვარდები – მანე (ლივერპული), აგუერო, სტერლინგი (ორივე – მანჩესტერ სიტი).