პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული
პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა „სქაი სპორტსმა“ (Sky Sports), პრემიერლიგის 34 ტურის შემდეგ, სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. სიმბოლურ გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, პოლ პოგბა მოხვდა.

სოლსკიაერის გუნდში მოსვლის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელის შედეგიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პოგბას ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული –

მეკარე: ალისონი (ლივერპული)

მცველები: დოერტი (ვულვზი), ვან დაიკი (ლივერპული), ბოლი (ვულვზი), რობერტსონი (ლივერპული)

ნახევარმცველები: სიგურდსონი (ევერტონი), პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: სალაჰი (ლივერპული), სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), აზარი (ჩელსი), აგუერო (მანჩესტერ სიტი)