პრემიერლიგის სეზონი შესაძლოა ავსტრალიაში დასრულდეს
პრემიერლიგის სეზონი შესაძლოა ავსტრალიაში დასრულდეს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზეს სეზონის ავსტრალიაში განახლების ვარიანტი, – წერს გაზეთი „სანი“.

როგორც ინგლისური გამოცემა წერს, ლიგის ხელმძღვანელობა განიხილავს პრემიერლიგის მატჩების ჩატარებას ავსტრალიის ქალაქ პერტში. უფრო ადრე, პრემიერლიგის კლუბების ვიდეოკონფერენციისას გამოაცხადეს, რომ ჩემპიონატის დასრულება მხოლოდ ნეიტრალურ მინდვრებსა და ცარიელი ტრიბუნების თანხლებით შეიძლება.

„უკვე გაიმართა მოლაპარაკებები პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებთან. მათ მოეწონათ ავსტრალიის იდეა. ასევე იყო კონტრაქტი ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ პირებთან და ისინიც გამოხატავენ ენთუზიაზმს. ავსტრალიაში უსაფრთხოა. ხელისუფლებამ ბევრი შეზღუდვა მოხსნა“, – დაწერა პრემიერლიგის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 6778 შემთხვევა. 93 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 5775.