პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში „სიტის“ რვა ფეხბურთელია
პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში „სიტის“ რვა ფეხბურთელია

პოპულარულმა პორტალმა Goal.com-მა ​ინგლისის პრემიერლიგის პირველი წრე შეაჯამა და სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 11 საუკეთესო ფეხბურთელში მხოლოდ სამი არ წარმოადგენს ლიდერ „მანჩესტერ სიტის“.

სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – უოკერი (“მანჩესტერ სიტი”), ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”), ტარკოვსკი (“ბარნლი“), დელფი (“მანჩესტერ სიტი”) – დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) – სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), სალაჰი (“ლივერპული”), სანე (“მანჩესტერ სიტი”).

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ ზედიზედ 17 მატჩი აქვს მოგებული პრემიერლიგაში და გათამაშების ცხრილში უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს” 13 ქულით უსწრებენ.

გარდა ამისა, Goal.com-მა შეადგინა პირველი წრის იმედგაცრუებათა ნაკრები. ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავები “არსენალის” ფორვარდი ალექსის სანჩესი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი არიან.

ამ სიმბოლურის შემადგენლობა სრულად ასე გამოიყურება:

ჰარტი (“ვესტ ჰემი”) – უილიამსი (“ევერტონი“), ლინდელოფი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სოარეში (“საუთჰემპტონი“), როუზი (“ტოტენჰემი”) – შელვი (“ნიუკასლი”), რენატო სანჩესი (“სუონსი“), ბაკაიოკო (“ჩელსი”) – მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ბენტეკე (“კრისტალ პალასი”).