პრემიერლიგის ოთხ გუნდს სეზონის გაუქმება სურს
პრემიერლიგის ოთხ გუნდს სეზონის გაუქმება სურს

პრემიერლიგის ოთხი გუნდი 2019-20 წლების სეზონის გაუქმებას ითხოვს, – წერს გაზეთი Independent.

წყაროს ცნობით, სეზონის გაუქმების შემთხვევაში, ტელეკომპანიებს ექნებათ იურიდიული უფლება – მოითხოვონ დაახლოებით 1.2 მილიარდი ფუნტის უკან დაბრუნება. ამის გამო, კლუბების უმრავლესობა სეზონის გაგრძელებას იმედოვნებს.

მატჩების განახლების წინადადებით გამოდიან ტოპ-კლუბები, ხოლო სეზონის გაუქმება უნდათ პრემიერლიგის გათამაშების ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს. მათი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ინგლისის მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მათ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე ტელევიზიებისთვის ფულის დაბრუნება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელობას არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს სეზონის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება. ამისთვის საჭიროა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თანხმობა.