პრემიერლიგის მოთამაშეებმა Boxing Day-ის 13 დღეში 74 ტრავმა მიიღეს
პრემიერლიგის მოთამაშეებმა Boxing Day-ის 13 დღეში 74 ტრავმა მიიღეს

დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში პრემიერლიგის დაძაბული კალენდრის გამო, კლუბებმა მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები დაკარგეს.

როგორც BBC წერს, 13-დღიან სადღესასწაულო პერიოდში ინგლისის ჩემპიონატის კლუბებს 74 ტრავმირებული ფეხბურთელი დაუგროვდათ. ყველაზე მეტად დაზარალდნენ – „ნიუკასლი” (ცხრა დაზიანება), „ბორნმუთი” (6), „ტოტენჰემი” (5), „კრისტალ პალასი” (5) და „ჩელსი” (5).

ყველაზე მძიმე ტრავმები მიიღეს კალუმ ჩემბერსმა („არსენალი”), უესლი მორაესმა და ტომ ჰიტონმა („ასტონ ვილა”) – მათ მუხლის ჯვარედინი მყესები აქვთ გაწყვეტილი.

დღეისთვის პრემიერლიგაში გასულია 21 ტური. ლიდერობს „ლივერპული“, რომელიც უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებს.