პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჰალანდს 44 შედეგიანი მოქმედება აქვს #1TVSPORT
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჰალანდს 44 შედეგიანი მოქმედება აქვს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „ბრაიტონთან“ პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი კი ფილ ფოდენმა გაიტანა – 1:1. ეს ეპიზოდი გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერლინგ ჰალანდის მორიგი რეკორდი, რომელსაც ნორვეგიელი ტიერი ანრისთან ერთად იყოფს.

საქმე ისაა, რომ ჰალანდს ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 44 შედეგიანი მოქმედება აქვს – 36 გოლი და რვა საგოლე გადაცემა. მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ ტიერი ანრის ჰქონდა (24 გოლი, 20 ასისტი) 2002/2003 წლების სეზონში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ფრანგმა ეს 38 მატჩში მოახერხა, ნორვეგიელმა კი ჯერჯერობით მხოლოდ 35 შეხვედრა ჩაატარა.