პრემიერლიგის მე-19 გუნდმა შეწყვიტა „ლივერპულის“ 44-მატჩიანი წაუგებელი სერია
პრემიერლიგის მე-19 გუნდმა შეწყვიტა „ლივერპულის“ 44-მატჩიანი წაუგებელი სერია

პრემიერლიგის 28-ე ტურში შეწყდა „ლივერპულის“ 44-მატჩიანი წაუგებელი სერია ინგლისის ჩემპიონატში. იურგენ კლოპის გუნდმა სენსაციურად დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად პირველობის მე-19 გუნდთან „უოტფორდთან“ – 0:3. მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა ისმაილა სარმა, კიდევ ერთი გოლი ტროი დინიმ გაიტანა.

ეს „ლივერპულის“ პირველი მარცხია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში. გუნდის ბოლო მარცხი შიდა არენაზე 2019 წლის 3 იანვრის თარიღდებოდა – მაშინ მერსისაიდელებმა „მანჩესტერ სიტითან“ წააგეს.

ეს მარცხი მეორე იყო „წითლებისთვის“ ბოლო 11 დღეში. მანამდე „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში წააგო სტუმრად „ატლეტიკოსთან“ – 0:1.

წაგების მიუხედავად, „ლივერპულის“ ლიდერობას ჩემპიონატში არაფერი ემუქრება. გუნდი ისევ 22 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.