პრემიერლიგის გრანდები კიმ მინ ჯეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ #1TVSPORT
პრემიერლიგის გრანდები კიმ მინ ჯეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის გრანდები – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონზე „ნაპოლის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს გადაბირებისთვის ბრძოლას იწყებენ. ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-ი ავრცელებს.

26 წლის სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი გასულ ზაფხულს „ნაპოლიმ“ თურქული „ფენერბახჩედან“ 17 მილიონ ევროდ შეიძინა და აზიელი სექტემბერშივე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კიმ მინ ჯეს კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მსურველი კლუბის მიერ 45 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში „ნაპოლის“ მისი გაშვება მოუწევს, თუმცა ნეაპოლელები კორეელთან ადვილად განშორებას არ აპირებენ და ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ.

კიმმა 2022/23 წლის სეზონზე ყველა ტურნირზე 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.