პრემიერლიგის გასაოცარი ფინანსები - ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოთხი ათასს იღებს, „ჩელსიში“ - 140 ათასს #1TVSPORT
პრემიერლიგის გასაოცარი ფინანსები - ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოთხი ათასს იღებს, „ჩელსიში“ - 140 ათასს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიგაა. ამ ქვეყნის მთავარი ლიგის კლუბები წარმოუდგენელ თანხებს იღებენ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რამდენია მინიმალური ხელფასი. დაადგინეს, რომ ყოველკვირეულად ინგლისის პრემიერ ლიგის 20 გუნდს შორის ყველაზე დაბალ ხელფასს „ნიუკასლის“ მოთამაშე შონ ლონგსტაფი იღებს – კვირაში 1000 ფუნტს, ანუ თვეში მინიმუმ 4 000 ფუნტს (დაახლოებით 16 800 ლარს).

გაგაოცებთ, რამდენია „ჩელსიში“ მინიმალური ანაზღაურება – რომან აბრამოვიჩის კლუბში ყველაზე დაბალი ხელფასი მარკუს ბეტინელს აქვს – ის კვირაში 35 000 ფუნტს იღებს, ანუ თვეში მინიმუმ 140 ათასს (დაახლოებით 586 ათასი ლარს).

წარმოგიდგენთ პრემიერ ლიგის ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეებს:

ნიუკასლი – შონ ლონგსტაფი (1000 ფუნტი კვირაში)

უოტფორდი – ჯერემი ნგაკია (2 500)

ბრენტფორდი – იან ზამბურეკი (3 150)

კრისტალ პალასი – რემი მეთიუსი (4 700)

ნორვიჩი – ბალი მუმბაი (5 000)

ბარნლი – უილ ნორისი (5 760)

მანჩესტერ სიტი – ლიამ დელეი (8000)

მანჩესტერ იუნაიტედი – შოლა შორეტირი (8000)

ლივერპული – ნეკო უილიამსი (9000)

ბრაიტონი – ჯაკუბ მოდერი (10 000)

ევერტონი – ენტონი გორდონი (10 000)

საუთჰემპტონი – ნათან ტელა (12 000)

ვულვერჰემპტონი – მაქს კილმანი (14 000)

ასტონ ვილა – ჯეიკობ რემსი (15 000)

ლიდსი – ჯეიმი შეკლტონი (17 000)

ვესტ ჰემი – ბენ ჯონსონი (19 23)

ტოტენჰემი – ოლივერ სკიპი (24 000)

ლესტერი – ლუკ ტომასი (25 000)

არსენალი – ნუნო ტავარესი (27 000)

ჩელსი – მარკუს ბეტინელი (35 000)