პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბრიდან 23 მაისამდე ჩატარდება
პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბრიდან 23 მაისამდე ჩატარდება

ინგლისის პრემიერლიგამ გამოაცხადა 2020-21 წლების გათამაშების თარიღები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2019-20 წლების სეზონის ვადები სერიოზულად გადაიწია, ასე რომ, მომდევნო ჩემპიონატი 2020 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 2021 წლის 23 მაისს დასრულდება.

ჩემპიონატი ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან დაიწყება, მაგრამ დასრულდება ნორმაზე მხოლოდ 10-12 დღით გვიან. ასე რომ, პრემიერლიგის კალენდარი კიდევ უფრო გადატვირთული იქნება.