პრემიერლიგის 10 წარუმატებელ ტრანსფერში ანანიძის „როტორში“ გადასვლაც მოხვდა #1TVSPORT
პრემიერლიგის 10 წარუმატებელ ტრანსფერში ანანიძის „როტორში“ გადასვლაც მოხვდა #1TVSPORT

გამოცემა „ჩემპიონატმა“ რუსეთის პრემიერლიგის სეზონის ათი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა. ამ სიაში ჯანო ანანიძის ვოლგოგრადის „როტორში“ გადასვლაც ფიგურირებს.

„მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მოთამაშის ტრანსფერი „როტორს“ ერთ თვეზე მეტი ეკუთვნოდა. მაგრამ ვოლგოგრადის გუნდში არასდროს უთამაშია. უფრო მეტიც – გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ალექსანდრე ხაცკევიჩის თქმით, ანანიძე ცალკე ვარჯიშობდა. ბოლოს ჯანო მიხვდა, რომ მუხლის ტრავის მოშუშება და ამ სეზონში გუნდის დახმარება არ შეეძლო. ქართველმა ნახევარმცველმა დატოვა „როტორი“, სადაც 1,7 მილიონი რუბლი (23 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. აპრილში ანანიძე გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ გადავიდა“, – წერს „ჩემპიონატი“.

ჯანო ანანიძე 2020 წლის სექტემბრის შემდეგ უგუნდოდ იყო. ვოლგოგრადის „როტორიდან“ წამოსული 28 წლის ნახევარმცველი გუნდში წელს ჩაირიცხა და „დინამო თბილისის“ მოთამაშე გახდა.

თუმცა, „როტორის“ ყოფილი მწვრთნელის, ალექსანდრე ხაცკევიჩის სიტყვები, რომ ანანიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ახალი არაა, რადგან ჯანო ამ პერიოდში რეაბილიტაციას ასრულებდა.