პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ „საუთჰემპტონმა“ მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი გაათავისუფლა #1TVSPORT

15:26, 07.04.2025

ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის დაკარგვის შემდეგ „საუთჰემპტონმა“ მთავარი მწვრთნელი, ხორვატი ივან იურიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.

იურიჩის გაწვრთნილი „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის 31-ე ტურში „ტოტენჰემთან“ 1:3 დამარცხდა. ასე ადრე ინგლისის პრემიერლიგიდან ჯერ არცერთი გუნდი გავარდნილი. ამ მომენტისთვის გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 10 ქულაა და ბოლო ადგილს იკავებს.

49 წლის ივან იურიჩმა „საუთჰემპტონი“ გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და 16 მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელა. მისი გაწვრთნილი გუნდი 13 შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ ბოლო შვიდ თვეში ხორვატი სპეციალისტი სამმა კლუბმა გაათავისუფლა. ზაფხულში ის „ტორინომ“ დაითხოვა, ნოემბერში კი – „რომამ“.

მსგავსი