პრემიერლიგაში სუფთა სათამაშო დრო 60 წუთზე ნაკლებია
პრემიერლიგაში სუფთა სათამაშო დრო 60 წუთზე ნაკლებია

საფეხბურთო წრეებში სულ უფრო ხშირად ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ დროა ფეხბურთში გააუქმონ სტანდარტული „ჭუჭყიანი“ დრო, რომელიც 90 წუთს შეადგენს და სუფთა დროის ათვლაზე გადავიდნენ.

პორტალმა Five Thirty Eight-მა დაითვალა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მსგავსი სუფთა დრო შეადგენს 58.7 წუთს. აქ დათვლილია საშუალო დრო, როცა ბურთი თამაშშია და არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა გაჩერება – ბურთის მოედნიდან გადასვლა, შეცვლები ან მზადება სტანდარტული მდგომარეობებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ სპორტულ ლიგებთან შედარებით, სწორედ ფეხურთში არსებობს ყველაზე გრძელი სუფთა სათამაშო დღე.

მაგალითად, ამერიკული ფეხბურთის ლიგაში სუფთა დრო შეადგენს მხოლოდ 18 წუთს. მატჩის დროს 140 წუთს აღწევს სხვადასხვა პაუზა და შესვენება. კიდევ 50 წუთს იკავებს რეკლამა, რომელსაც მატჩის დროს უჩვენებენ.