პრემიერლიგაში ერლინგ ჰალანდის ხელფასი კვირაში ნახევარ მილიონ ფუნტს აჭარბებს #1TVSPORT
პორტალმა Football Tweet-მა შეადგინა 2024-25 წლების სეზონში პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი.
ერთპიროვნული ლიდერი გახდა ერლინგ ჰალანდი, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ კვირაში გამოიმუშავებს 525 ათას ფუნტ სტერლიგს. მოჰამედ სალაჰის ყოველკვირეული ხელფასი 125 ათასით ნაკლებია. მესამე ადგილი გაიყვეს კაზემირომ და ვირჯილ ვან დეიკმა – ისინი კვირაში 350 ათასს იღებენ.
ტოპ-ოცეულში მხოლოდ ხუთი კლუბის წარმომადგენლები არიან – „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედი“, ჩელსი“ და „არსენალი“. რეიტინგში ვხედავთ მარკუს რეშფორდს. სანამ ის „ბარსელონაში“ თამაშობს, ფეხბურთელის ხელფასი თავის თავზე კატალონელებმა აიღეს.
პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები:
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 525 000
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 400 000
- კაზემირო (მანჩესტერ იუნ) – 350 000
- ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) – 350 000
- რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი) – 325 000
- ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 300 000
- მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნ) – 300 000
- ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი) – 300 000
- ომარ მარმუში (მანჩესტერ სიტი) – 295 000
- კაი ჰავერტცი (არსენალი) – 280 000
- ალექსანდერ ისაკი (ლივერპული) – 280 000
- გაბრიელ ჟესუსი (არსენალი) – 265 000
- რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი) – 250 000
- ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი) – 250 000
- რის ჯეიმსი (ჩელსი) – 250 000
- ვილიამ სალიბა (არსენალი) – 250 000
- ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი) – 250 000
- დეკლან რაისი (არსენალი) – 240 000
- მარტინ ედეგორი (არსენალი) – 240 000
20. ტიჯანი რეინდერსი (მანჩესტერ სიტი) – 230 000