პრემიერლიგას ორი მანჩესტერი ლიდერობს
პრემიერლიგას ორი მანჩესტერი ლიდერობს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიბრუნა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ დიდი ანგარიშით მოუგო „ნიუკასლს“ – 4:1.

პირველ რიგში, ეს მატჩი იმით იყო აღსანიშნავი, რომ „იუნაიტედის“ შემადგენლობაში დაბრუნდნენ პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ​პოგბამ გოლის გატანა მოახერხა, იბრაჰიმოვიჩმა კი პირველად ითამაშა 2017 წლის 20 აპრილის შემდეგ.

პოგბას გარდა, მასპინძელთა მხრიდან გოლები გაიტანეს – ანტონი მარსიალმა, კრის სმოლინგმა და რომელუ ლუკაკუმ. საინტერესოა, რომ „იუნაიტედი“ თავიდან მდევრის როლში იყო მატჩში.

მოურინიოს გუნდს 26 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სხვათა შორის, „იუნაიტედს“ შვიდმატჩიანი მოგებათა სერია აქვს „ოლდ ტრაფორდზე“.