ინგლისის პრემიერლოგამ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა.
სიაში მოხვდნენ: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარტინ ედეგორი (არსენალი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი) და კირან ტრიპიერი (ნიუკასლი).
გამარჯვებული გამოვლინდება გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ექსპეტების გამოკითხვის შედეგად. ხმის მიცემა პრემიერლიგის ვებგვერდზე 22 მაისამდე გაგრძელდება, გადაწყვეტილება 27 მაისს გამოცხადდება.