პრემიერლიგა თავის ისტორიაში ყველაზე მომგებიან სეზონს ატარებს
ფინანსურ-ანალიტიკურმა ჯგუფმა დელოიტმა (Deloitte) გამოიკვლია პრემიერლიგის კლუბების შემოსავლები და დანახარჯები და ამ პარამეტრებით სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირა, – იტყობინება სქაი სპორტსი (Sky Sports).
2017-18 წლების სეზონთან შედარებით, კლუბების შემოსავალი 200 მილიონი ფუნტით გაიზარდა და 2018-19 წლების სეზონში 4.8 მილიარდი შეადგინა. ამასთან, ოცივე გუნდის საერთო სახელფასო ბიუჯეტი 400 მილიონით გაიზარდა და 2.9 მილიარდს მიაღწია.
დიდი ექვსეულის კლუბების შემოსავლები კვლავაც იზრდება. მათი საშუალო თვიური შემოსავალი ხუთი მილიონით ამაღლდა, იმ დროს, როცა დანარჩენ 14 გუნდში საშუალოდ 200-ათასიანი შემცირება ფიქსირდება.
დელოიტის სპორტული ჯგუფის დირექტორმა ტიმ ბრიჯმა თავისი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ტრანსლიატორებთან და სპონსორებთან ახალი ძვირადღირებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ამგვარი ტენდენცია შენარჩუნებული იქნება.