პრემიერლიგა სეზონის შეჩერებას არ გეგმავს

09:10, 12.03.2020

ინგლისის პრემიერლიგა არ აპირებს კორონავირუსის გამო სეზონის შეჩერებას და მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება. ოფიციალურ გადაწყვეტილებას მთავრობა 12 მარტს გამოაცხადებს. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად გაზეთმა The Times-მა გაავრცელა.

გარდა ამისა, იგეგმება ტრანსლიაციების აკრძალვა პაბებში, რათა თავიდან აიცილონ ადამიანების თავშეყრა.

იტყობინებიან, რომ ამგვარ ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბრიტანეთში 500-ს გადააჭარბებს. ამ მომენტისთვის, დაფიქსირებულია 460 მსგავსი შემთხვევა.

მსგავსი