პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, მე-10 ადგილზე - ჩემპიონშიფია #1TVSPORT
პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, მე-10 ადგილზე - ჩემპიონშიფია #1TVSPORT

ანალიტიკურმა პორტალმა Opta-მ გამოაქვეყნა ყველაზე ძლიერი საფეხბურთო ლიგების რეიტინგი. ამისთვის მან გამოიყენა ძალის სპეციალური ინდექსი.

სიის შედგენისას Opta-მ მთავარ კრიტერიუმად გამოიყენა ყველა გუნდის ძალის საშუალო მაჩვენებლები. ყოველი კლუბი პორტალისგან იღებდა შეფასებას 100-ბალიანი სისტემით – წინა და მიმდინარე სეზონების შედეგების მიხედვით. და შემდეგ თითოეული ჩემპიონატისთვის გამოჰყავდათ საშუალო არითმეტიკული ყველა კლუბის ინდექსის მიხედვით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერები არიან TOP5 ქვეყნების ჩემპიონატები. ადგილების განაწილებისას, ერთადერთი საინტერესოა ლა ლიგას მეოთხე ადგილი. ამის მიზეზია ესპანური კლუბების არადამაკმაყოფილებელი შედეგები ევროთასებზე გასულ სეზონში. მართალია, „რეალმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ლა ლიგას გუნდები ვერ გავიდნენ კონფერენციის ლიგის პლეი ოფში, ხოლო ევროპის ლიგაზე ვერც ერთი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში.

ასევე აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ორი არაევროპული ლიგაა – ბრაზილიია სერია A და ამერიკული MLS. ეს უკანასკნელი, სადაც ლიონელ მესი თამაშობს, მეცხრე ადგილზეა, ხოლო საუდის არაბეთის ლიგა კრიშტიანო რონალდოთი მხოლოდ 33-ე ადგილზეა.

TOP10 ასე გამოიყურება:

  1. პრემიერლიგა (ინგლისი) – 87.9
  2. სერია A (იტალია) – 86.2
  3. ბუნდესლიგა (გერმანია) – 86.2
  4. ლა ლიგა (ესპანეთი) – 85.1
  5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 85.1
  6. სერია A (ბრაზილია) – 80.8
  7. პრიმეირა (პორტუგალია) – 80.1
  8. ლიგა ჟუპილე (ბელგია) – 79.2
  9. MLS (აშშ) – 78.2

10. ჩემპიონშიფი (ინგლისი) – 77.6